მწვანე სივრცეების მოწყობა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გამოწვევები - ამ თემებზე მიიღეს ბათუმის მერისგან ინფორმაცია რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებმა.
მოქალაქეებს ამავე დასახლებაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებიც გააცნეს. ინფორმაცია და ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.