ღია პირველობა ქვიშის ჭიდაობაში

07 ნოემბერი 2023, 10:15 357 ნახვა

ბათუმის ღია პირველობა ქვიშის ჭიდაობაში ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 60 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასპარეზობა უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, ოთხ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში შეჯიბრება ჩვენს ქალაქში პირველად გაიმართა, თუმცა ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ბათუმის ღია პირველობა სამომავლოდ საერთაშორისოს სტატუსს შეიძენს და გაცილებით მასშტაბური იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში