რომან დოლიძე დეკემბერში შანხაიში იბრძოლებს 

06 ნოემბერი 2023, 14:15 462 ნახვა

რვათვიანი პაუზის შემდეგ რომან დოლიძე ოქტაგონს 9 დეკემბერს, შანხაიში დაუბრუნდება. ქართველ მებრძოლს რამდენიმე ჩხუბი ჩაეშალა, ვინაიდან მატჩის მოახლოების პარალელურად მეტოქეები დაპირისპირებაზე უარს ამბობდნენ. დოლიძე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ნასურდინ იმამოვს დაუპირისპირდება. მატჩი ხუთრაუნდიანი იქნება. 

იმამოვს UFC-ში შვიდი ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 4 მოიგო, ორში დამარცხდა, ერთი კი შედეგის გარეშე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დოლიძისა და იმამოვის დაპირისპირება შანხაის ოქტაგონის მთავარი ბრძოლა იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში