გაბრიელ სიგუას გოლმა „ბაზელს“ გამარჯვება მოუტანა

06 ნოემბერი 2023, 13:33 422 ნახვა

შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში „ბაზელმა“ „ივერდონი“ 2:1 დაამარცხა, რაც გაბრიელ სიგუას დამსახურებაა. ქართველმა შემტევი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, გოლი კი 85-ე წუთზე გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. „ბაზელმა“ კი სუპერლიგაში რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

სიგუასთვის ეს მეორე გოლია შვეიცარიის მიმდინარე ჩემპიონატის რვა მატჩში. პირველად მან „ციურიხს“95-ე წუთზე გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა.

„ბაზელს“ 8 ქულა აქვს და ჯერჯერობით, ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, სტუმრად „სერვეტს“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში