ავსტრალიაში ჯიპი სასტუმროს ტერიტორიაზე შეიჭრა, არიან დაღუპულები

06 ნოემბერი 2023, 10:01 488 ნახვა

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ავსტრალიის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ დეილფორდში  მას შემდეგ, რაც ჯიპი სასტუმროს ტერიტორიაზე შეიჭრა და გარე სივრცეში განთავსებული ბარის  კლიენტებს დაეჯახა.

ოთხი ადამიანი  ადგილზე გარდაიცვალა, ერთი  დაშავებული გოგონა, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მოგვიანებით გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, დაღუპულები ადგილობრივი მაცხოვრებლები არ იყვნენ. მსხვერპლთა ვინაობა  ოფიციალურად ჯერ არ არის დადგენილი.

შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. ავტომობილის    მძღოლი  დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სისხლში  ალკოჰოლის კვალი  არ აღმოჩნდა. 

პოლიცია მასთან გასაუბრებას დღეს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი