ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში და წოლჭიმში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები, როგორც კაცები, ასევე ქალებიც მონაწილეობდნენ. ასპარეზობა სამ ასაკობრივ და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობდა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, თემურ სამხარაძე, რომელმაც პირველობა არც ამჯერად დაუთმო არავის.
საერთო გუნდურ ჩათვლაში თბილისის „გოლდ ჯი ოლიმპმა“ დაიკავა. ქართველი ათლეტები დეკემბერში დიდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ტურნირი აჭარის ათლეტიზმის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.