საკალათბურთო კლუბი თსუ ფიბა-ევროპის თასზე „ვარეზესთან“ დამარცხდა 

03 ნოემბერი 2023, 13:20 319 ნახვა

ფიბა-ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ მესამე მატჩი იტალიაში „ვარეზეს“ წინააღმდეგ ჩაატარა და 83:109 დამარცხდა.

სამი ტურის შემდეგ თსუ-ს ერთი მოგება და ორი წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ლექსო ლაფანაშვილის გუნდი 8 ნოემბერს თბილისში, გერმანული „გიოტინგენის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც პირველ ტურში, გერმანიაში ხუთი ქულით, 81:86 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში