მონპელიეში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. კაცთა შორის ჩვენი გუნდი ცხრა ძიუდოისტით წარსდგება, ქალებში კი ექვსი მონაწილე გვეყოლება. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლნენ.