დავით ნინიაშვილი ისევ საუკეთესოა

03 ნოემბერი 2023, 10:10 454 ნახვა

ლიონის ქართველი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი ფრანგული ტოპ 14-ის მე-4 ტურის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბორჯღალოსანი ტურის რჩეულად თავდაპირველად პრესტიჟულმა მიდი ოლიმპიკმა დაასახელა, ახლა კი, მას საუკეთესოს ტიტული უშუალოდ ტოპ 14-მაც მიანიჭა.

გამოკითხვაში სულ 3 მორაგბე მონაწილეობდა და დავითმა კასტრელთა კანადელ ლეგიონერ ტაილერ არდრონსა და პოს ესპანელ მორაგბე სამუელ ეზეალას აჯობა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი