ერთ დღეში ორი უკანონო დაკავება. ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, რომელსაც ქართული სოფელი ტახტისძირი ესაზღვრება, გუშინ, გვიან საღამოს 22 საათზე კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. გარემოება და დეტალები - რა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი სუს-ისთვის უცნობია.
ამ და კიდევ 6 მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ამ წუთებში ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში განიხილავენ.
ამასთან დღის წესრიგშია უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებიც, რომლის ბოლო ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. ოკუპანტებმა ერთ-ერთ სოფელში, დამატებითი მავთულხლართები გაავლეს.
მხარეები საოკუპაციო ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტზე იმსჯელებენ.