სალომე მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს 

01 ნოემბერი 2023, 10:30 713 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სალომე მელია აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ფედერაციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

ერთ-ერთი საკითხი კი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. ფედერაციის პრეზიდენტობაზე მხოლოდ ერთი, სალომე მელიას კანდიდატურა იყო წარმოდგენილი.

დელეგატებმა კანდიდატს ერთხმად დაუჭირეს მხარი.  ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამარ მესხიძე იქნება, გენერალური მდივანი კი დიანა ქუთელია.

აქვე გეტყვით, რომ მალე სალომე მელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი