გაეროს უშიშროების საბჭოზე პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ფილიპ ლაზარინმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში პალესტინელები იძულებით გადაადგილებასა და კოლექტიურ დასჯას განიცდიან. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია ღაზის სექტორში კომუნიკაციების მოშლის გამო და ამის შესახებ ისრაელის ხელმძღვანელობასაც ესაუბრა.
პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელი ცდილობს ღაზის სექტორიდან პალესტინელების გასახლებას და უშიშროების საბჭო გააფრთხილა, რომ ძალადობა უკვე დასავლეთ სანაპიროზეც ვრცელდება.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა განაცხადა, რომ დღეიდან გაეროში ისრაელის მისიის ყველა თანამშრომელი ყვითელ ვარსკვლავებს ატარებენ ჰოლოკოსტის შესახებ შეხსენების ნიშნად.