აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია „მაჭახელას“ ინიციატივით ბათუმში ბაზიერობაში აჭარის ღია პირველობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 ბაზიერი მონაწილეობდა.
შეჯიბრება მიმინოთი, ქორით და შევარდნებით ნადირობაში ჩატარდა.
ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანი უძველესი, ტრადიციული ქართულ-ლაზური წესით მიმინოთი მწყერის დაჭერის ტრადიციის პოპულარიზაციაა.
ასევე, სხვადასხვა მტაცებელი ფრინველებით სანახაობის ჩვენება.