ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რომეო ბერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი მოჭიდავე ფინალში რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრთან, ანვარ ალახიაროვთან დამარცხდა.
დღეს, ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ფალავნები – გიორგი თოხაძე და ხვიჩა ანანიძე ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ.
თოხაძე მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება, ანანიძე კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.