ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

29 ოქტომბერი 2023, 10:15 546 ნახვა

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკას დაუპირისპირდა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა – 2:1. ბესო არველაძის გუნდმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრა კარგად დაიწყო და ირაკლი გვეტაძის ძალიან ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ჩვენი ნაკრები დააწინაურა.

გუნდმა თავი კარგად დაიცვა და ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში მექსიკამ 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ჩვენმა ნაკრებმა მოედნის ცენტრთან საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ლევან სვანიძემ უნაკლოდ შეასრულა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და პლეი ოფში გასვლა გაინაღდა. ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი