ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში

28 ოქტომბერი 2023, 17:50 685 ნახვა

ღაზაში სახმელეთო ოპერაციის პარალელურად  ჰუმანიტარული სისტემა კოლაფსს განიცდის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფისის სპიკერი აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია. 

შტეფან დუჯარიკი ამბობს, რომ არ ხდება საწვავის მიწოდება, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.

მისივე თქმით სამაშველო ჰუმანიტარული დახმარება, საკვები, წყალი, მედიკამენტები, საწვავი უსაფრთხოდ და მასშტაბურად უნდა მივიდეს მშვიდობიან მოსახლეობამდე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში