რომეო ბერიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს 

28 ოქტომბერი 2023, 10:02 564 ნახვა

ქართველი ფალავანი რომეო ბერიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა და დღეს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ბერიძე ნახევარფინალში თურქ მერტ ილბარსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა, ფინალში კი მისი მეტოქე ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი ანვარ ალახიაროვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილმა პოლონელ შემდეგ კი ყაზახ სპორტსმენს სძლია. პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე დიეგო ჩხიკვაძე, ოთარ აბულაძე, საბა მამალაძე და ლაშა ტვილდიანი გავიდნენ, მაგრამ ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობნენ.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ხუთი წევრი ჩაებმება. გიორგი თოხაძე, გიორგი შოთაძე, ხვიჩა ანანიძე, აჩიკო ბოლქვაძე და გიორგი ცოფურაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი