რაგბის მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

28 ოქტომბერი 2023, 10:11 491 ნახვა

ინგლისის სარაგბო ნაკრები მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა. ბრიტანელებმა პარიზის სტადიონზე არგენტინა 26:23 დამარცხეს.მატჩის ერთ-ერთი კიდის მსაჯი ყველაზე წარმატებული ქართველი  ნიკა ამაშუკელი იყო.

არგენტინამ ვერ გაიმეორა ისტორიაში საუკეთესო შედეგი, რომელიც 2007 წელს დააფიქსირა. ინგლისს კი უკვე მედლების სრული კომპლექტი აქვს. მათ ჩემპიონობა 2003 წელს აქვთ მოპოვებული, ვერცხლის მედლებს კი 1991, 2007 და 2019 წლებში დაეუფლნენ. მსოფლიო თასზე ერთადერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

დღეს ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან და ერთ-ერთი მათგანი მსოფლიო თასს ისტორიაში მეოთხედ მოიგებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი