2027 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალია მასპინძლობს, ტურნირზე, ოცის ნაცვლად, 24 ნაკრები ითამაშებს – ეს გადაწყვეტილება პარიზში გამართულ მსოფლიო რაგბის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
განახლებული ფორმატის მიხედვით, 24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, მომდევნო ეტაპზე, პირველ-მეორეადგილოსნებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც გავა და 16 გუნდი მერვედფინალიდან განაგრძობს ბრძოლას ტიტულისთვის. ტურნირი 2027 წლის პირველი ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.