უეფსი-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს ალექსანდრ ვოლკანოვსკის ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს.
„იანვარში ჩემს საუკეთესო ვერსიას იხილავთ, ამას გპირდებით. ველოდები ბრძოლას", - განაცხადა ავსტრალიელმა მებრძოლმა.
ვოლკანოვსკის ოქტაგონზე 26 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ილია თოფურია კი კვალ დაუმარცხებელია. მის ანგარიშზე 14 ბრძოლიდან თოთხმეტივე გამარჯვებაა.
თუ მხარეები მოილაპარაკებენ, ბრძოლა სავარაუდოდ, 2024 წლის იანვარში გაიმართება.