19 წლამდე გოგონათა საფეხბურთო ნაკრები პირველ შეხვედრაში დამარცხდა 

26 ოქტომბერი 2023, 12:43 456 ნახვა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გამართა. B ლიგის მეხუთე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელთან, ბულგარეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მე-12 წუთზე ლიზი კანკიას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ წააგო. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 ოქტომბერს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

31 ოქტომბერს კი საქართველოს მეტოქე ლატვიის ასაკობრივი ნაკრები იქნება. A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი