გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „დარუშაფაქასთან“ დამარცხდა

25 ოქტომბერი 2023, 13:15 436 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე თურქულ დარუშაფაქას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ესპანურმა გუნდმა მატჩი 4 ქულით წააგო - 84:88. ტენერიფემ პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედში 15 ქულით დამარცხდა. შერმადინის კლუბმა ბოლო მეოთხედიც 3 ქულით დათმო. გიორგიმ პარკეტზე 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, ერთი დაფარება და 4 პასი დააგროვა.

შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში ლატვიურ რიგას შეხვდება, რომელიც მეორე ტურში ფრანგულ შოლესთან ითამაშებს.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი