ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში

24 ოქტომბერი 2023, 19:51 511 ნახვა

ქედაში დასკვნით ეტაპზეა სოფელი ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში სოფელ ქვედა აქუცაში საავტომობილო გზა მოეწყო.მიმდინარეობს დამცავი ზღუდარების მოწყობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ახალი გზით ქვედა აქუცის გარდა, სოფელ ვაოსა და კვაშტის მოსახლეობა ისარგებლებს,ეს ერთადერთი ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა. კეთილმოწყობილი 1 080 მეტრიანი საავტომობილო გზით სამი სოფლის 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს შპს ,,ბონდი 2009“ ასრულებს, რომლის ბიუჯეტი 1 341 333 ლარია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში