ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების საქმე 

24 ოქტომბერი 2023, 14:04 534 ნახვა

ვაზისუბნის პირველ რაიონში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ დრომდე ასუფთავებენ მიმდებარე ტერიტორიას ნანგრევებისგან.  მცხოვრებლების ევაკუაცია და სასტუმროებში დაბინავება წუხელვე განხორციელდა.

კორპუსში სულ 29 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 17, მუნიციპალიტეტმა დროებით საცხოვრებლით უზრუნველყო, ხოლო ნაწილი ნათესავებთან რჩება, ისინი მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნას ელოდებიან, რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად.

ცნობისთვის, ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი