კვიპროსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ნიჩბოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
გია წივწივაძის შეგირდებმა როგორც კანოეს, ასევე კაიაკით ასპარეზობაში სხვადასხვა დისტანციაზე საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 16 მედალი მოიპოვეს. ამათგან 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს.