აბუ-დაბის გრანდ სლემზე ძიუდოში 12 ქართველი იასპარეზებს 

24 ოქტომბერი 2023, 10:11 363 ნახვა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დღეს ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო, რომელშიც 12 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით გავა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში