მუნიციპალური ფორუმის ფარგლებში დღეს პანელური შეხვედრა გაიმართა.არსებული გამოწვევები, ეფექტური დიალოგის პლატფორმები,ახალგაზრდების იდეები და პროექტები – ეს და სხვა საკითხები განიხილეს ახალგაზრდებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მოსწავლეების კითხვები ძირითადად მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებისთვის სივრცეების და სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროებას ეხებოდა.მუნიციპალურ ფორუმში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს,ძირითადი თემატიკა მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობას,სამოქალქო პასუხისმგებლობას და სამოქალქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწას ითვალისწინებს.