ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 14 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ელ-ნინოს ფენომენის შედეგად გამოწვეული გვალვების გამო. კუნძულზე სასმელი წყლის დეფიციტია. სუფთა წყლისთვის ადამიანებს რიგში დგომა უწევთ.
კუნძულის ყველაზე დაზარალებულ რაიონში ბოლო 5 თვე წვიმა არ ყოფილა. მის უმსხვილეს წყლის საცავში თავდაპირველი 8 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად ახლა მხოლოდ 320 ათას კუბური მეტრი წყალია. გვალვების გაგრძელების შემთხვევაში შიშობენ, რომ წყალსაცავი მთლიანად დაშრება. მშრალმა ამინდებმა უარყოფითად იმოქმედა მოსავალზეც.
ინდონეზიის სტატისტიკური ბიუროს განცხადებით, 2023 წელს ქვეყანაში ბრინჯის მოსავალი სავარაუდოდ საგრძნობლად შემცირდება. ინდონეზიის ამინდის სააგენტომ ფერმერები წლის დასაწყისში ელ ნინოს გამო ძლიერი მშრალი სეზონის შესახებ გააფრთხილა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსავალს და ზრდის ტყის ხანძრების რისკს.