სამშვიდობო სამიტი

21 ოქტომბერი 2023, 17:18 421 ნახვა

ეგვიპტის დედაქალაქში სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 34 ქვეყნის და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.  სამიტის მიმდინარეობისას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა არაერთი განცხადება გააკეტა, რომელიც ღაზის სექტორში გაჩაღებული კონფლიქტის მოგვარების საკითხს ეხება.

იორდანიის მეფის თქმით, არაბულ ქვეყნებს მშვიდობა სურთ როგორც ისრაელისთვის ასევე პალესტინელებისთვის. თავის მხრივ პალესტინის პრეზიდენტის განცხადებით ისინი არსად წავლენ და თავიანთ მიწაზე დარჩებიან.

სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის განმარტებით კაირო პალესტინელების პოტენციურ გადაადგილებას ეგვიპტის ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება  ამ საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა მხოლოდ მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით შეიძლება. სიტყვით გამოვიდა ასევე გაერო-ს გენერალური მდივანიც.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული დასაგმობი თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში