სამშვიდობო სამიტი ეგვიპტეში

21 ოქტომბერი 2023, 10:03 401 ნახვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტისა და პალესტინის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური მდივანი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში