გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

21 ოქტომბერი 2023, 11:01 845 ნახვა

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ბათუმში. მუსიკალურ პროგრამასთან ერთად ფესტივალი სამეცნიერო კონფერენციასაც მოიცავს.

ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ეთნომუსიკოლოგები ტრადიციული მუსიკის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე საუბრობენ, კვლევებსა და გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს. ფესტივალის მუსიკალური ნაწილი კი დღეს და ხვალ კონცერტებით გაგრძელდება.

ანსამბლები საკუთარ რეპერტუარს მაყურებელს გააცნობენ. ტრადიციული ფესტივალი  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წელს მე-18-ედ იმართება. მისი ორგანიზატორი პროფესორი ხათუნა მანაგაძეა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში