ზამთარში, ტურისტულ სეზონზე კურორტ გოდერძის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით გოდერძზე ახალი ქვესადგური აშენდა.
სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ქვესადგურს ახალი, 35კვ-ანი მიწისქვეშა სადენით უკავშირდება.
ქვესადგური ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და ამ ეტაპზე აბონენტების დაერთება მიმდინარეობს. მის მართვას, კომპანიის ცენტრალური სადისპეტჩერო, დისტანციურად შეძლებს.
ახალი ქვესადგურის მშენებლობისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.