რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა

19 ოქტომბერი 2023, 10:15 518 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერი ისრაელში ჩავიდა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, შემდეგ კი რეგიონის  სხვა  დედაქალაქებში გაემგზავრება. სუნაკმა თელ-ავივის აეროპორტში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას 7 ოქტომბერს განხორციელებულ ჰამასის თავდასხმებს ენით აუწერელი და შემზარავი  ტერორისტული აქტი უწოდა და ისრაელს ბრიტანეთის მხარდაჭერა აღუთქვა.

თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა და ჰამასის საშინელი თავდასხმიდან დაწყებული  უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა. ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქება  უნდა იყოს გარდამტეხი მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, ბიძგი, რათა ერთად თავიდან ავიცილოთ  კონფლიქტის საშიში ესკალაცია - განაცხადა სუნაკმა, რომლიც რეგიონში ორი დღე დარჩება.

სუნაკის ვიზიტის პარალელურად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელიც ისრაელს გასულ კვირას ეწვია, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის განხილვის და მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიების მიზნით  ეგვიპტეში, თურქეთსა და ყატარში გაემგზავრება. სუნაკის შემდეგ ისრაელში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ელოდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი