რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა ოკეანის შესახებ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ზღვას და რა სარგებელს გვაძლევს ის - თემაზე ბათუმში ზღვის განმანათლებლების ევროპული ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები ესწრებიან, რომელებიც ოკეანის მდგრად განვითარებასა და ლურჯ ეკონომიკაზე მუშაობენ.
პროექტი სახელწოდებით bridge-bs ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მიზანი ოკეანის სიკეთეებზე მოქალაქეების ინფორმირებაა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ოკეანის წიგნიერების ჯგუფის შექმნა, რომელიც მეცნიერებს, მკვლევარებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ზღვით და ოკეანით დაინტერესებულ მოქალაქეებს გააერთიანებს, ისინი სამომავლო გეგმების დასახვაზე იმუშავებენ. კონფერენცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება, საქართველო კი ღონისძიებას პირველად მასპინძლობს.