მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში ალიევმა აზერბაიჯანის დროშა აღმართა

16 ოქტომბერი 2023, 11:20 464 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა   ყოფილი სეპარატისტული რეგიონის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში აზერბაიჯანის  ეროვნული დროშა   მას შემდეგ აღმართა, რაც გასულ თვეში 24-საათიანი  სამხედრო ოპერაციის შედეგად ეს ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დააბრუნა. 

მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ხანკენდის და სომხების მიერ სტეფანაკერტის სახელით არის ცნობილი, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ  მას შემდეგ გადავიდა, რაც გასულ თვეში აზერბაიჯანის უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურეს სეპარატისტი მებრძოლები.

ეთნიკური წმენდის შიშით სეპარატისტული რეგიონი  120 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი