ისრაელში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ვიზიტებს აგრძელებენ. დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა და ქალაქ აშკელონში ისრაელელ კოლეგას შეხვდა. მინისტრები ასევე იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს.
კატრინ კოლონას თქმით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კი არაბულ ქვეყნებში ვიზიტების შემდეგ კვლავ ისრაელში დაბრუნდება.