ისრაელში ომი გრძელდება. ისრაელი და პალესტინა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებენ.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში - 1 900. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში პირველი სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, საუბარია მიზანმიმართულ რეიდებებზე, იმისთვის რომ დადგინდეს სად შეიძლება იმყოფებოდნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლები.
"ჰამასი" კი ისევ აშკელონსა და აშდოდს უტევს.