საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით. უკვე იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის საშუალება ექნებათ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველა მსურველს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მათი მუშაობის პრინციპის, ასევე უპირატესობების შესახებ.
აღნიშნულ აქტივობას საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიის "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ფარგლებში ახორციელებს, რომლის მიზანი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების თითოეული მოქალაქისთვის გაცნობაა.