მეორე საჯარო სკოლაში მიუსაფარ ცხოველთა გაჩუქების აქცია გაიმართა. სკოლის ეზოში მოქალაქეებმა ცხოველები მიიყვნეს.
ღონისძიების მიზანი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ, საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა და ქუჩაში მიუსაფარ ცხოველთა შემცირებაა.
გაჩუქების აქციის პარალელურად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ცხოველთა სტერილიზაციისა და კასტრაციის მნიშვნელობაზე.