ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით ღაზა თითქმის მიწასთან არის გასწორებული, კვლავ გრძელდება იერიშები.
როგორც დაჯგუფება „ჰამასი“ იუწყება ისრაელს მძიმე პარასკევი ექნება, რის გამოც ისრაელის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ბოლო მონაცემებით თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, ღაზაში კი 1500-ზე მეტი.
გაერო-ს ცნობით, ღაზა კატასტროფის წინაშეა, რადგან იქ წყლისა და საკვების მარაგი იწურება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, განცხადებით ეს ბრძოლა „ჰამასის“ განადგურებით დასრულდება.