„შემოდგომის სერენადა'' - ასე ჰქვია ბათუმის ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც ბათუმის მწერალთა სახლის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი 3 დღიანია. პირველი დღე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული პოეტების გაცნობას დაეთმო.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. გაიმართება პოეზიის საღამოებიც.
ორგანიზატორები სამომავლოდ მასშტაბების გაზრდას და საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭებას გეგმავენ. ფესტივალს შეუერთდებიან მთარგმნელებიც.