დაძაბულობა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე

12 ოქტომბერი 2023, 11:44 470 ნახვა

დაძაბული ვითარებაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზეც. ისრაელის ჯარები, ტანკები და სატრანსპორტო საშუალებები განლაგდნენ სასაზღვრო ზონაში მას შემდეგ, რაც ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ძალადობამ იფეთქა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ახალი სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელი სამხრეთ ლიბანის ქალაქებს ბომბავს. ჰეზბოლამ აღიარა, რომ მან მაღალი სიზუსტის რაკეტები გაისროლა ისრაელის პოზიციაზე მისი მებრძოლების ლიკვიდაციის  საპასუხოდ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა  განაცხადეს, რომ ჰეზბოლას პოზიციებსა და ლიბანის ტერიტორიაზე  შეტევები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოთხშაბათს ისრაელის ქალაქ არაბ ალ-არამშეს მახლობლად სამხედრო პუნქტი ჰესბოლას ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის სამიზნე გახდა.

ჰეზბოლამ და პალესტინურმა ჰამასმა  პასუხისმგებლობა აიღეს ისრაელზე ლიბანიდან სამშაბათს განხორციელებულ  თავდასხმებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში