ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება - რომის პაპი

11 ოქტომბერი 2023, 14:45 449 ნახვა

რომის პაპმა ფრანცისკემ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს.

„ვისაც თავს დაესხნენ, მათი უფლებაა, თავი დაიცვან, მაგრამ ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია“, - აცხადებს რომის პაპი.

მისივე თქმით, ტერორიზმი არ უწყობს ხელს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარებას, არამედ აღძრავს სიძულვილს, ძალადობას, შურისძიებას და მხოლოდ ტანჯავს ორივე მხარეს. „ახლო აღმოსავლეთს არ სჭირდება ომი, სჭირდება მხოლოდ მშვიდობა“, - აცხადებს რომის პაპი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში