ავღანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

11 ოქტომბერი 2023, 11:16 520 ნახვა

ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:10 საათზე დაფიქსირდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში 8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში