საქართველოს პარლამენტი შვილად აყვანასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ ახალი რეგულაცია დამტკიცდება, რიგში მყოფ ოჯახებს მზრუნველობის კურსების გავლა მოუწევთ. აჭარაში კი ასეთი 100-მდე ოჯახია. ორჯერ უარის მიღების შემთხვევაში მათ შესაძლოა რიგი დაკარგონ. კანონში ჩაიწერება ასაკობრივი შეზღუდვაც.