„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გადაწყდება

10 ოქტომბერი 2023, 15:58 815 ნახვა

„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, ისრაელთან მძევლების შესახებ მოლაპარაკებები მანამდე არ გაიმართება, სანამ საომარი მოქმედებები არ დასრულდება.

„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა მხარეს, რომლებიც მძევლების საკითხში არიან ჩართულები. ეს თემა ბრძოლების დასრულებამდე არ გაიხსნება“, - აღნიშნა ჰანიემ.

„ჰამასის“ ლიდერი აქებს ღაზაში მცხოვრებლების გამძლეობას და მზადყოფნას, გასწირონ თავი პალესტინისთვის.

ისრაელის მონაცემებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანი იმყოფება. ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან გაიტაცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი