ომი ისრაელში

09 ოქტომბერი 2023, 14:04 602 ნახვა

ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს 120 000 მოქალაქე ცხოვრობს.

ჩვენი რესპოდენტები გვიყვებიან, რომ გუშინდელი ღამე შედარებით მშვიდი იყო თელავივში, თუმცა ცოტა ხნის წინ  რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაში იყო. ამ ეტაპისთვის გაცემულია რეკომენდაცია ქალაქში გასვლის და სურსათის მომარაგების.

რაც შეეხება საელჩოს განცხადებას  განახლებული მონაცემები არ გაუვრცელებიათ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე, მხოლოდ ცნობილია ის რომ 2 ქართველი ებრაელია დაღუპული. მათივე განცხადებით სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზავრების მსურველები სარგებლობენ.

საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა - აცხადებენ საელჩოში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში