ბათუმის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს დილით 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან კი მხოლოდ ორი გადარჩა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
სახლის ჩამონგრევის მიზეზად სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა დასახელდა.
ტრაგედიის ადგილი ბათუმელებმა დღეს ყვავილებით შეამკეს.
ჩამონგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსი შენდება, მშენებლობის დასრულება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.