“ღვინის დღეები” ბათუმში კონცერტით დასრულდა

08 ოქტომბერი 2023, 10:15 557 ნახვა

“ღვინის დღეები“ ბათუმში გალა-კონცერტით დასრულდა. ბულვარში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში მუსიკალური საღამო ქართველმა შემსრულებლებმა გამართეს. კონცერტზე ნანი ბრეგვაძემ იმღერა. ორსაათიანი პროგრამა მხოლოდ ქართულ რეპერტუარს დაეთმო. 

მანამდე კი ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობით ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საფესტივალო პროგრამაში იყო ტრადიციული კერძების მომზადებისა და ასევე, ჩურჩხელის ამოვლებისა და პურის ცხობის მასტერკლასები.

“ღვინის დღეები“ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ ტარდება. ფესტივალი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში