სამომავლო გაფართოების მთავარი გამოწვევა უკავშირდება იმას, რომ უნდა დაველოდოთ თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებულ მოხსენებას - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.
რობერტა მეცოლას თქმით, ევროპარლამენტის მკაფიო პოზიცია შემდეგში მდგომარეობს, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი იქნება.
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ისაუბრა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის. აღნიშნა, რომ თუ არ იქნება ჰორიზონტი, - ხალხი იფიქრებს რომ დრო აქვთ, დრო კი არ არის.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი კი 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ მეტი ქვეყნის შეერთების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულდება.